logo

გრიზმანს ნეიმარის გვერდით თამაში სურს - ფრანგის საინტერესო მინიშნება(ფოტო)

გრიზმანს ნეიმარის გვერდით თამაში სურს - ფრანგის საინტერესო მინიშნება(ფოტო)

"ბარსელონას" ყველა გულშემატკივრის სურვილია, შეტევაში კვლავ ლეო მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის ტრიო იხილოს. "ბლაუგრანაც" ყველაფერს აკეთებს ბრაზილიელის დასაბრუნებლად.

როგორც ჩანს, ნეიმარის დაბრუნებას ანტუან გრიზმანიც მიესალმება. კარანტინის პერიოდში ფრანგმა PES2020-ის თამაში გადაწყვიტა და "იუვენტუსის" პროფესიონალ eSport-ის მოთამაშეს, ეტორე ჯიანუზის, დაუპირისპირდა. აღსანიშნავია, რომ ანტუანმა ის 2-1 დაამარცხა.

გრიზმანის თერთმეტეულში ადგილი ნეიმარმაც დაიკავა, რაც ერთგვარ მინიშნებადაც შეიძლება ჩავთვალოთ. 

სრული შემადგენლობა კი ასეთი იყო: ტერ შტეგენი, რობერსონი, ვარანი, ვან დაიკი, ბელერინი, პოგბა, ბუსკეტსი, ნედვედი, მესი, გრიზმანი, ნეიმარი. 

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბლაუგრანას" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო პრიორიტეტია და შესაძლოა, მის ტრანსფერში გრიზმანიც კი გამოიყენონ. 

3 თვის წინ
235 / 0
სესე გოგიაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 350
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ