1 წლის და 1 თვის წინ
"ამაში გაგვიმართლა" - ჩავი "კადისთან" მატჩის შემდეგ
"ამაში გაგვიმართლა" - ჩავი "კადისთან" მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 22-ე ტურში "ბარსელონამ" "კადისს" ანგარიშით 2:0 მოუგო. გოლები სერხი რობერტომ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს.

გამარჯვებით დასრულებული შეხვედრა "ბლაუგრანას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა შეაფასა.

"პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო, დომინაციითა და საგოლე მომენტებით. მეორე ნახევარში შევნელდით, ინტენსივობა შევამცირეთ და შესამჩნევი გახლდათ."

"ვფიქრობ, საერთო ჯამში, გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა."

"ფერანმა თავდაჯერებულობის აღდგენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ის წარმატების გარანტია."

"ფრენკი და ლევანდოვსკი ორი საკვანძო ფეხბურთელია, ამიტომ მათი დასვენება გადავწყვიტე."

"ქულებს შორის განსხვავება კარგია, მაგრამ ჩეპიონატი ჯერ არ დასრულებულა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ."

"თამაშის ბოლოს დაღლა ვიგრძენით"

"სერხი რობერტო მრავალმხრივი მოთამაშეა, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. ეს ყველა მწვრთნელისთვის შესანიშნავია. მაბედნიერებს, რომ ის შემდეგ სეზონშიც ჩვენთან იქნება."

"მანჩესტერში საბრძოლველად უნდა ჩავიდეთ. მათ დღევანდელ მატჩს ვუყურე."

"ფერანის გამო განსაკუთრებით მოხარული ვარ. ის მუდამ გუნდისთვის იღწვის, საკუთარ თავს წირავს... საქმისადმი მისი დამოკიდებულება სრულყოფილია. ხალხი ფერანს გოლებზე, ასისტებსა და დრიბლინგებზე დაყრდნობით აფასებს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი მასში სხვა რაღაცებსაც ხედავს."

"თავდამსხმელის ტვინი რთულადაა მოწყობილი. ანსუ ფატის გოლები მთელი თავისი ცხოვრებაა გააქვს. ეს აუცილებლად დაბრუნდება."

"გაგვიმართლა, რომ გოლი არ გავუშვით. "კადისი" ერთ გოლს მაინც იმსახურებდა. ტერ შტეგენმა ჩინებულად ითამაშა."

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" ლა ლიგაში 59 ქულა მოაგროვა და "რეალს" ისევ 8 ქულით გაასწრო.


Facebook კომენტარები