1 წლის და 2 თვის წინ
გავი: "გამარჯვებით ბედნიერი ვარ"
გავი: "გამარჯვებით ბედნიერი ვარ"

"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველმა პაბლო გავიმ "კადისთან" მოპოვებული გამარჯვება მატჩისშემდგომ ინტერვიუში შეაფასა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ექვსიანმა ისაუბრა "ბარსას" კიდევ ერთი ახალგაზრდის, ანხელ ალარკონის დებიუტზეც ლა ლიგაში.

"გამარჯვებით ბედნიერი ვარ. დღეს მარჯვენა ფლანგზე ვითამაშე, როგორც მწვრთნელმა დამავალა. საქმეს კარგად გავართვით თავი.

ალარკონის გამო მოხარული ვარ. ახალგაზრდულ გუნდებში ერთად გამოვდიოდით და იგი ამას იმსახურებს. ვამაყობ.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ბოლო 20 წუთში გვიჭირს. მწვრთნელი ამაზე მუშაობს და ჩვენც გვსურს, რომ ეს ასე აღარ იყოს ხოლმე," - თქვა პაბლომ.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანამ" გუშინ "კადისს" სერხი რობერტოსა და რობერტ ლევანდოვსკის გოლების წყალობით მოუგო.


Facebook კომენტარები