4 თვის და 1 კვირის წინ
ლაპორტა ჩავის საქმეში ჩაერია? - საგანგაშო სიგნალი "ბარსადან"
ლაპორტა ჩავის საქმეში ჩაერია? - საგანგაშო სიგნალი "ბარსადან"

ესპანურ პრესაში "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესსა და პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას შორის არსებულ სიტუაციაზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება.

გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტებს.

"ჟოან ლაპორტამ ჩავის სთხოვა, რომ რონალდ არაუხო, ილქაი გიუნდოგანი და რობერტ ლევანდოვსკი, რომლებიც გუნდს ბელგიაში არ უნდა გაჰყოლოდნენ, "ანტვერპენთან" მატჩის განაცხადში შეეყვანა."

RAC1

"ჩავი ამბობს, რომ გუნდი შენების პროცესშია და ისინი "ჟირონაზე" უკეთესები იყვნენ, რასაც ხელმძღვანელობა არ იზიარებს. "ბარსელონას" ბორდი უკმაყოფილოა."

Cadena Ser

"ჩავისა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შორის ურთიერთსაპირისპირო დიალოგები მიმდინარეობს. მხარეთა შუა არსებული გარემო უფრო და უფრო უცნაური ხდება."

El Larguero

"თუ ინფორმაცია, რომ ლაპორტამ ჩავის განაცხადში ცვლილებების შეტანა მოსთხოვა, სიმართლეა, ჩვენ სახიფათო პრეცენდენტს შევეჩეხებით. "ბარსაში" აქამდე არასდროს გვინახავს, პრეზიდენტი მთავარი მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარეულიყო და შემადგენლობის დაკომპლექტება თავისი სურვილისამებრ მოეთხოვა."

Diario AS

"მიუხედავად მრავალი მცდელობისა, "ბარსელონაში" არსებული სიტუაცია კატასტროფულად დახატონ, სიმართლე ისაა, რომ ჩავი და ლაპორტა ერთმანეთთან ჰარმონიულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. ბრიუსელისკენ ფრენისას ისინი მეგობრულად საუბრობდნენ."

Mundo Deportivo

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" დღეს ბელგიურ "ანტვერპენს" ესტუმრება და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველი ადგილით გასვლას გაინაღდებს. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები