1 წლის და 1 თვის წინ
ტურამს უშვებენ - სიგნალი "ბარსელონას"
ტურამს უშვებენ - სიგნალი "ბარსელონას"

მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა როლანდ ვირჯუსმა SPORT1-ს დაუდასტურა, რომ მარკუს ტურამი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

"გადავწყვიტეთ, რომ მას წასვლის ნება მივცეთ.

უნდა მივიღოთ, რომ მარკუსი დიდი კლუბების ინტერესთა სფეროშია და მას იქ გადასვლა შეუძლია," - თქვა ვირკუსმა.

25 წლის ფრანგს "გლადბახთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მას ახალ გუნდში გადაბარგება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

ტურამი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში იმყოფება. მარკუსის მამამ, ლილიან ტურამმა თქვა კიდეც, რომ "კამპ ნოუზე" თამაში მისი შვილისთვის ახდენილი ოცნება იქნებოდა.

მიმდინარე სეზონში ფრანგის ანგარიშზე 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.



Facebook კომენტარები