1 წლის და 1 თვის წინ
მესის პროგნოზი - რას ამბობდა ლეო "ბარსაში" ჩავის დაბრუნებაზე
მესის პროგნოზი - რას ამბობდა ლეო "ბარსაში" ჩავის დაბრუნებაზე

2021 წლის ნოემბერში, როცა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად, ჩავი ერნანდესი დაინიშნა, მას მხარდაჭერა თავისმა ყოფილმა თანაგუნდელმა ლიონელ მესიმ გამოუცხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩავი "ბარსას" დაეხმარება.

ის არის მწვრთნელი, რომელმაც იცის, როგორ მართოს ასეთი სიტუაციები. იგი "ბარსელონას" ძალიან კარგად იცნობს. ვფიქრობ, ფეხბურთელები მის ხელში განვითარდებიან.

ეს დიდებული გადაწყვეტილებაა," - თქვა მაშინ "ლა პულგამ".

"მაესტროს" კატალონიურ გრანდში დაბრუნებიდან წელიწად-ნახევარია გასული, მესის პროგნოზის გამართლებაზე საუბარი კი უკვე შეიძლება. მართალია, ჩავის ხელში "ბარსელონა" ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან არ გასულა, თუმცა საშინაო ასპარეზზე გუნდს აშკარა პროგრესი აქვს და ლა ლიგის მოგებისკენ დამაჯერებლად მიიწევს.

43 წლის სპეციალისტმა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ტიტულიც მოაგებინა. ამა წლის იანვარში "ბლაუგრანამ" ესპანეთის სუპერთასის მოგება იზეიმა. ფინალში კატალონიელებმა მადრიდის "რეალი" დაამარცხეს, ანგარიშით 3:1.

დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობაში ჩავის მუშაობით კმაყოფილნი არიან და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გეგმავენ.


Facebook კომენტარები