1 წლის და 1 თვის წინ
"ეს რომ "რეალზე" ყოფილიყო..." - პიკემ "ბარსელონა" დაიცვა
"ეს რომ "რეალზე" ყოფილიყო..." - პიკემ "ბარსელონა" დაიცვა

სკანდალს, რომელიც "ბარსელონას" მიერ სამსაჯო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ენრიკეს ნეგრეირასთვის წლობით გადახდილ ფულს შეეხება, ჩაფარცხვის პირი ჯერ კიდევ არ უჩანს.

დღეს "სევილიამ" და "ესპანიოლმა" გამოაქვეყნეს ოფიციალური განცხადებები, სადაც ლა ლიგისგან გარკვეული ზომების მიღებას ითხოვენ. უკმაყოფილება შეინიშნება სხვა კლუბებს შორის.

შექმნილი მდგომარეობის შესახებ "ბლაუგრანას" ყოფილმა მცველმა ჟერარ პიკემ ისაუბრა და კატალონიური გრანდი დაიცვა.

"როგორ უნდა ვთქვათ, რომ ყველა მსაჯია ამაში გარეული? მადრიდელები ყურადღების გადატანას ცდილობენ ხოლმე. ეს ამბავი რომ "რეალს" ეხებოდეს, 12 საათში ყველა დაივიწყებდა და პრესიდანაც გაქრებოდა.

თუ უეფასა და ჩემპიონთა ლიგაზე დავიწყებთ საუბარს, ყველგან "რეალს" ვნახავთ. ჩვენ ლა ლიგის ტიტული დავკარგეთ "კამპ ნოუზე", უსამართლოდ გაუქმებული გოლის გამო. ამის მერე თქვენ ფიქრობთ, რომ მთელი ეს ამბავი სიმართლეა? ნეგრეირას ფულს მხოლოდ საკონსულტაციო სერვისისთვის უხდიდნენ," - თქვა პიკემ.

ნეგრეირას საქმეზე მეტი დეტალის წაკითხვა აქ შეგიძლიათ.


Facebook კომენტარები