1 წლის და 2 თვის წინ
ტებასი: "თუ ეს არ მოხდება, ლაპორტა უნდა გადადგეს"
ტებასი: "თუ ეს არ მოხდება, ლაპორტა უნდა გადადგეს"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ენრიკეს ნეგრეირას საქმეზე ახალი განცხადება გააკეთა, სადაც "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას პასუხისმგებლობის დადგომის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

"თუ ლაპორტა გონივრულ განმარტებას არ შემოგვთავაზებს, უმჯობესი იქნება, თუ გადადგება. მას ყველაფრის ახსნა მოუწევს.

ყველას, მათ შორის "ბარსელონასაც", ამ საქმის გამოძიება უნდა.

კლუბმა ჩვენთან კონტაქტში მხოლოდ ღრმა შეშფოთება გამოხატა და გვითხრა, რომ შიდა გამოძიება უკვე დაწყებულია, თუმცა მეტი არაფერი. გონივრული ახსნა-განმარტება ჩვენ არ მოგვისმენია," - თქვა ტებასმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სამსაჯო კომიტეტის მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს "ბარსელონამ" 2016-2018 წლებში საკმაოდ დიდი ფული გადაუხადა. "ბლაუგრანას" მტკიცებით, ეს მხოლოდ საკონსულტაციო მომსახურების საფასური გახლდათ და კლუბს არალეგალური არაფერი გაუკეთებია.

საქმის სწრაფი გამოძიების თხოვნით ლა ლიგას გუშინ "სევილიამ" და "ესპანიოლმა" მიმართეს.


Facebook კომენტარები