4 თვის და 1 კვირის წინ
“ბარსელონა” დონი ვან დე ბეეკს აკვირდება
“ბარსელონა” დონი ვან დე ბეეკს აკვირდება

როგორც მოგეხსენებათ, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდეგ ნიდერლანდელი შუახაზელის, დონი ვან დე ბეეკის კარიერა ართუისე სასიამოვნოდ წარიმართა.

26 წლის ფეხბურთელს “წითელი ეშმაკების” მაისურით თავის გამოჩენისთვის მწირი სათამაშო დრო ეძლევა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ვან დე ბეეკის შეძენით ინტერესდება.

საგულისხმოა, რომ თავად დონი გარანტირებულ სათამაშო დროს მოითხოვს, რადგან 26 წლის მოთამაშეს “მანჩესტერ იუნიატედის” სკამიდან “ბარსელონას” სკამზე გადასვლა არ სურს.

ცნობისთვის, დონიმ მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 


Facebook კომენტარები