4 თვის წინ
მოტივაცია ლევანდოვსკის! - რას გამოიწვევს როკეს მოსვლა
მოტივაცია ლევანდოვსკის! - რას გამოიწვევს როკეს მოსვლა

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ატლეტიკო პარანაენსეს” 18 წლის მოთამაშე, ვიტორ როკე შეუერთდება.

გავლენიანი სპორტული გამოცემა, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ გუნდში როკეს მოსვლა 9-იანის პოზიციაზე დიდ კონკურენციას გამოიწვევს.

აქედან გამომდინარე, რობერტ ლევანდოვსკის ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ ექნება და გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებს.

ცნობისთვის, ვიტორ როკემ გასულ სეზონში ჩატარებულ 31 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბარსელონაში” დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში ელოდებიან.


Facebook კომენტარები