4 თვის წინ
პედრის ისევ ტრავმა აქვს - როდის დაბრუნდება გონსალესი
პედრის ისევ ტრავმა აქვს - როდის დაბრუნდება გონსალესი

"ბარსელონას" ესპანელი ვარსკვლავი, პედრი გონსალესი ისევ ტრავმირებულია. 21 წლის ფეხბურთელმა კუნთი იტკინა და დილის სავარჯიშო სესიის ნაადრევად დატოვება მოუხდა.

Diario AS-ის ჟურნალისტს, ხავი მიგელს თუ დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რვიანი ორი კვირის განმავლობაში იუქმებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ პედრი "ბარსას" ხვალ, "ალმერიას" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. გარდა ამისა, გონსალესი გამოტოვებს მექსიკურ "ამერიკასთან" გასამართ ამხანაგურ დაპირისპირებასაც.

Esport3-ის მიხედვით, გონსალესის ტრავმა უფრო სერიოზულია და მან შეიძლება ესპანეთის სუპერთასიც გამოტოვოს, რომელიც 2024 წლის იანვარშია ჩასატარებელი, თუმცა სხვა, უფრო სარწმუნო წყაროები გვაჯერებენ, რომ "ბლაუგრანა" ნახევარმცველს უფრო მცირე ხნით მოისაკლისებს.

მიმდინარე სეზონში პედრიმ 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.



Facebook კომენტარები