4 თვის წინ
კლემან ლენგლეს სერიოზული მსურველი ჰყავს!
კლემან ლენგლეს სერიოზული მსურველი ჰყავს!

როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის ფრანგ მცველს, კლემან ლენგლეს “ასტონ ვილაში” საკმაოდ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. აქედან გამომდინარე, ფეხბურთელო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გამოცვლას გეგმავს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ადრიან სანჩესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” გეგმავს, რომ ფეხბურთელი “მილანში” 6-თვიანი იჯარით გაანათხოვროს.

შეგახსენებთ, რომ კლემანმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ლენგლე ჯერ კიდევ “ბარსელონას” საკუთრება გახლავთ.


Facebook კომენტარები