logo

"ჩელსის" 5 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა "ბარსამ" კოუტინიოს სანაცვლოდ მიიღოს

"ჩელსის" 5 ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა "ბარსამ" კოუტინიოს სანაცვლოდ მიიღოს

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა საუბარი ფილიპე კოუტინიოს "ჩელსიში" ტრანსფერზე. ლონდონური კლუბი ბრაზილიელის შეძენის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ჩანს. 

იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონა" კოუს სანაცვლოდ 80-90 მილიონ ევროს ითხოვს, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, შესაძლოა, ტრანსფერში "არისტოკრატების" ზოგიერთი მოთამაშეც ჩაერთოს. 

Tribuna.com გვთავაზობს "ჩელსის" იმ ხუთ ფეხბურთელს, რომელიც "ბლაუგრანას" გამოადგება.

მეისონ მაუნტი

"ბარსას" სჭირდება შემტევი ნახევარმცველი, რომელიც დე იონგისა და არტურის გვერდით ითამაშებს. 21 წლის ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 5 ასისტი აქვს შესრულებული, ამისთვის მშვენიერი ვარიანტია.

ნ'გოლო კანტე

"ბარსას" სჭირდება ფიზიკურად ძლიერი შუახაზელი, რომელიც ივან რაკიტიჩისა და არტურო ვიდალის წასვლის შემთხვევაში ნახევარდაცვაში დაიკავებს ადგილს. დამეთანხმებით, ამისთვის ფრანგი იდეალური ვარიანტია. ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენად ითვლება.

კალუმ ჰადსონ-ოდოი

ახალგაზრდა ინგლისელი გარემარბი, შესაძლოა, იდეალური ვარიანტი აღმოჩნდეს "ბარსელონასთვის, რადგან თამაში შეტევის ორივე ფლანგზე შეუძლია. მას მიმდინარე სეზონში 27 შეხვედრაში 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

ანტონიო რუდიგერი

27 წლის გერმანელი შესაძლოა ჟერარ პიკეს იდეალური რეზერვისტი აღმოჩნდეს. "ბარსელოონა" მისი შეძენით ადრეც ინტერესდებოდა.

ტემი აბრაჰამი

"ბარსა" ეძებს ცენტრალურ თავდამსხმელს, აბრაჰამს კი მიმდინარე სეზონში არაჩვეულებრივი სტატისტიკა აქვს. თუ ლაუტაროს ტრანსფერი ვერ გაიჩარხა, შესაძლოა ის იდეალური ალტერნატივა აღმოჩნდეს. 


4 თვის წინ
1123 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 588
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი