1 წლის და 2 თვის წინ
დასვენების დრო არაა - რა გააკეთეს "ბარსას" ფეხბურთელებმა
დასვენების დრო არაა - რა გააკეთეს "ბარსას" ფეხბურთელებმა

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებს დღეს დასვენების დღე ჰქონდათ, 13 ფეხბურთელი სავარჯიშო სესიაზე მაინც გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერნანდო პოლო ავრცელებს.

ამ 13 მოთამაშეში შედიან: 

რობერტ ლევანდოვსკი, პედრი, რონალდ არაუხო, უსმან დემბელე, ჟიულ კუნდე, ანსუ ფატი, ფერან ტორესი, სერხიო ბუსკეტსი, პაბლო ტორე, ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, მარკოს ალონსო, და სერხი რობერტო.

როგორც პოლო აღნიშნავს, ფეხბურთელებს არ სურთ, რომ რითმიდან ამოვარდნენ.

ნახსენები 13-დან 11-მა მოთამაშემ ერთად ივარჯიშა, ხოლო პედრი და დემბელე, რომლებიც თავიანთ ტრავმებს მკურნალობენ, ექიმებისა და ფიზიოთერაპევტების მეთვალყურეობის ქვეშ დაიტვირთნენ.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს "ბარსას" "მანჩესტერ იუნაიტედთან" ელის მატჩი.


Facebook კომენტარები