logo

"ბარსელონას" სამიზნეს ამჟამინდელი კლუბიდან წასვლა სურს

"ბარსელონას" სამიზნეს ამჟამინდელი კლუბიდან წასვლა სურს

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "არსენალის" გაბონელ ცენტრფორვარდს, პიერ ემერიკ ობამეიანგს "ბარსელონას" აქტიურად უკავშირებდნენ.

ზამთარში 30 წლის შემტევის ტრანსფერი არ გამოვიდა, თუმცა მასსა და "ბლაუგრანას" გარშემო მოარული ჭორები არ შეწყვეტილა.

ამჯერად ახალი ინფორმაცია Sport-მა გაავრცელა.

წყაროს თანახმად, ობამ "მეთოფეების" ხელმძღვანელობას უთხრა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს და ზაფხულში "ემირეითსიდან" აბარგება სურს.

შეგახსენებთ, რომ პიერ ემერიკს "ბარსა" ლაუტარო მარტინესის ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს.

თავის ლონდონურ კარიერაში გაბონელმა 97 მატჩი ჩაატარა, 61 გოლი შეაგდო და 13 ასისტიც მიიწერა.


5 თვის წინ
951 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 487
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ