1 წლის და 1 თვის წინ
გასაუბრება თვითმფრინავში - ჩავის გზავნილი ლაპორტას
გასაუბრება თვითმფრინავში - ჩავის გზავნილი ლაპორტას

მანჩესტერიდან ბარსელონაში გაფრენისას, "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელსა და პრეზიდენტს ერთმანეთთან სასაუბროდ დიდი დრო ჰქონდათ. ხავი მიგელის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესმა ჟოან ლაპორტას მეტად პრაგმატული შეტყობინება გაუგზავნა.

"მაქვს შეგრძნება, რომ ვიბრძოლეთ, რომ ძალიან ახლოს ვართ... ახლა, შემადგენლობა არ აკმაყოფილებს იმ დონეს, რათა ყველაფრის მოსაგებად იბრძოლოს," - უთქვამს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მესაჭეს.

43 წლის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდში ჯერ კიდევ არის სუსტი წერტილები.

მაგალითად, "ბარსაში" არ მოიძებნება ნომინალური მარჯვენა მცველი. გარდა ამისა, ადეკვატური შემცვლელები არ ჰყავთ სერხიო ბუსკეტსსა და რობერტ ლევანდოვსკისაც.

ლაპორტას არსებული პრობლემების შესახებ მოეხსენება, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრით იქნება დაკავებული.


Facebook კომენტარები