1 წლის და 1 თვის წინ
"ბარსელონა" "დორტმუნდის" ტალანტს უმიზნებს
"ბარსელონა" "დორტმუნდის" ტალანტს უმიზნებს

"ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსიას" 17 წლის თავდამსხმელს, პარის ბრუნერს უმიზნებს, - იუწყება ჟურნალისტი ხოსეპ კაპდევილა.

წყაროს თანახმად, უკვე რამდენიმე წელია, რაც "ბლაუგრანას" გერმანელის შესახებ დადებით დახასიათებებს აწვდიან.

"ბორუსიას" ახალგაზრდულ გუნდში პარისმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.

არანაკლებ შთამბეჭდავია ბრუნერის სტატისტიკა გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრებშიც: 7 მატჩი, 7 გოლი, 2 ასისტი.

1.86 მეტრი სიმაღლის ცენტფორვარდს "შავ-ყვითლებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები