2 თვის და 2 კვირის წინ
სიგიჟე კვლავ მეორდება? - სანტი დენიას პედრის ოლიმპიადაზე წაყვანა სურს
სიგიჟე კვლავ მეორდება? - სანტი დენიას პედრის ოლიმპიადაზე წაყვანა სურს

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელს ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშა.

პედრიმ აღნიშნულ სეზონში 73 შეხვედრა ჩაატარა, რაც მისი ტრავმების საწინდარი აღმოჩნდა.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სანტი დენიამ განაცხადა, რომ მას პედრის ოლიმპიადაზე თამაში უნდა.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავად ესპანელი ფეხბურთელი.


Facebook კომენტარები