1 თვის და 2 კვირის წინ
არაუხოს გაყიდვა საკმარისი არ იქნება - "ბარსას" საზაფხულო გეგმები
არაუხოს გაყიდვა საკმარისი არ იქნება - "ბარსას" საზაფხულო გეგმები

ესპანურმა RAC1-მა "ბარსელონას" საზაფხულო გეგმების შესახებ მოგვაწოდა ცნობები.

წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება აქვთ განზრახული, თუმცა ამას მხოლოდ რონალდ არაუხოს 100 მილიონ ევროდ გაყიდვა არ ეყოფა.

გარდა ურუგვაელთან დამშვიდობებისა, "ბლაუგრანამ" კიდევ 2-3 ფეხბურთელი უნდა გაასხვისოს და იმ ეკონომიკური ბერკეტისგან მიიღოს შემოსავალი, რომელიც ბოლოს გააქტიურა.

კატალონიურ გრანდში უნდათ, რომ FFP-ს 1/1 წესს დაუბრუნდნენ, რომელიც კლუბს ყოველ დაზოგილ ევროზე ევროს დახარჯვის უფლებას მისცემს.

სხვათა შორის, ზაფხულში "ბარსა" აუცილებლად ეცდება ჟოაუ ფელიქსის ("ატლეტიკო") და ჟოაუ კანსელუს ("მანჩესტერ სიტი") გამოსყიდვასაც. ამაში RAC1 დარწმუნებულია.

შეგახსენებთ, რომ ორივე პორტუგალიელი "ბლაუგრანაში" მშრალი იჯარითაა გაშვებული. მათი გამოსასყიდი თანხა განსაზღვრული არ გახლავთ.


Facebook კომენტარები