logo

მთავარი ფაქტორი, რამაც ლაუტაროს "ბარსაში" თამაში გადააწყვეტინა

მთავარი ფაქტორი, რამაც ლაუტაროს "ბარსაში" თამაში გადააწყვეტინა

სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და მატულობს  ლაპარაკი მილანის "ინტერის" არგენტინელი თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის კატალონიური მომავლის შესახებაც.

გავრცელებული ცნობების თანახმად, 22 წლის შემტევის "ბლაუგრანაში" გადაბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ესპანური გამოცემა AS წერს, რომ მარტინესის გადაწყვეტილებაში უდიდესი როლი მისმა თანამემამულემ და "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ითამაშა.

წყაროს თანახმად, ლეოსა და ლაუტაროს შორის გასულ მარტში სატელეფონო საუბარი შედგა, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნა ახალგაზრდა "კამპ ნოუზე" გადმოსვლის პერსპექტივებში.

აღსანიშნავია, რომ მარტინესი ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა, რომ მესის გვერდით თამაში სურდა. მაშინ იგი მშობლიურ "რასინგში" ასპარეზობდა.

2 თვის წინ
1461 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ