1 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსელონამ" 2 ვარსკვლავის გაყიდვა გადაწყვიტა
"ბარსელონამ" 2 ვარსკვლავის გაყიდვა გადაწყვიტა

ჟურნალისტი ლუის მიგელსანზი ირწმუნება, რომ "ბარსელონა" ზაფხულში ჟიულ კუნდესა და რაფინიას გაყიდვას ეცდება.

მომდევნო სატრანსფერო ფანჯარას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მკაფიოდ განსაზღვრული გეგმით ხვდებიან: გუნდის შემადგენლობა უნდა გარდაიქმნას და გაძლიერდეს, საამისოდ კი ჯერ რამდენიმე ძვირადღირებული მოთამაშის გასხვისება იქნება საჭირო.

"ბლაუგრანამ" ფრანგი და ბრაზილიელი ფეხბურთელები შეარჩია, რადგან მათ მსურველები მრავლად ჰყავთ.

რაფინიას საუდის არაბული და პრემიერლიგური კლუბები უმიზნებენ. ინგლისიდანაა დაინტერესება კუნდეზეც, რომელიც "ჩელსის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" რადარებზე იმყოფება.

ამ ორ მოთამაშეს აერთიანებს ისიც, რომ სასტარტო შემადგენლობაში მათი ჩანაცვლება განსაკუთრებულ პრობლემებთან არ იქნება დაკავშირებული. ამის თქმის საშუალებას "ლა მასიელი" სუპერტალანტების - ლამინ იამალისა და პაუ კუბარსის საოცარი პროგრესი გვაძლევს.

აქვე გეტყვით, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, "ბარსადან" წასვლა არც რაფინიას უნდა და არც კუნდეს.


Facebook კომენტარები