1 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია: რას იზამს ჩავი, თუ "ბარსა" მის შემცვლელს ვერ მოძებნის
ცნობილია: რას იზამს ჩავი, თუ "ბარსა" მის შემცვლელს ვერ მოძებნის

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 27-ე ტურის მატჩს ჩაატარებს და გასვლაზე ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს მრავალი შეკითხვა დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა მის მომავალსაც ეხებოდა და ასე იყო ფორმირებული: რას იზამს ჩავი, თუ "ბლაუგრანა" ივლისამდე მის შემცვლელს ვერ იპოვის?

"უკვე ვთქვი, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ყველაფერი ისევ იგივენაირადაა," - თქვა "მაესტრომ" ამის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის სპეციალისტმა "ბარსას" მესაჭის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 27 იანვარს, "ვილიარეალთან" წაგებული მატჩის მერე (3:5) გამოაცხადა.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ჩავისთვის აზრის შეცვლა ჟოან ლაპორტამ სცადა, თუმცა პრეზიდენტის მცდელობა უშედეგო გამოჩნდა.


Facebook კომენტარები