3 კვირის და 1 დღის წინ
კარგი ამბავი - პედრი ნავარაუდებზე ადრე დაბრუნდება
კარგი ამბავი - პედრი ნავარაუდებზე ადრე დაბრუნდება

"ბარსელონას" ნახევარმცველის, პედრი გონსალესის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს თანახმად, 21 წლის ფეხბურთელის მიერ ბილბაოს "ატლეტიკთან" მიღებული დაზიანება წინა ტრავმის რეციდივი არ გახლავთ, რაც მისი უქმობის ხანგრძლივობასაც ამცირებს.

გონსალესი "ბლაუგრანას" შეიძლება 21 აპრილს გასამართი "ელ კლასიკოსთვისაც" დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ პედრი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დაიტრავმა. 

წელს ესპანელმა 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები