1 თვის და 2 კვირის წინ
ლაპორტა: "მას სამუდამო კონტრაქტს გავუფორმებდი"
ლაპორტა: "მას სამუდამო კონტრაქტს გავუფორმებდი"

Barca One-ის სახელით ცნობილი დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის ურუგვაელი მცველის, რონალდ არაუხოს შესახებ ისაუბრა.

"გააფორმებს თუ არა არაუხო ახალ კონტრაქტს? მას მე სამუდამო კონტრაქტს გავუფორმებდი.

არაუხო საოცარი პიროვნება და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მინდა, რომ კლუბისადმი მის თავდადებას გავუსვა ხაზი," - განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ფეხბურთელის მომავლის შესახებ სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია ხშირად ვრცელდება ხოლმე.

მაგალითად, RAC1-მა დღეს დაწერა, რომ "ბარსაში" აფიქრებთ, ენდომება თუ არა რონალდს გუნდში მომდევნო სეზონში თამაშიც. გაისმის მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესის თაობაზე. მიუხედავად ამისა, რონალდმა თავის ბოლო ინტერვიუში კარიერის კატალონიურ გრანდში გაგრძელების სურვილი ღიად დააფიქსირა.


Facebook კომენტარები