1 თვის და 2 კვირის წინ
ტუხელი "ბარსაზე" ოცნებობს - რატომ ყოყმანობენ "ბარსაში"
ტუხელი "ბარსაზე" ოცნებობს - რატომ ყოყმანობენ "ბარსაში"

თომას ტუხელს "ბარსელონაში" მუშაობა სურს და კლუბის ფილოსოფიის დიდი თაყვანისმცემელია, - წერს SPORT.

წყაროს თანახმად, გერმანელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარ მწვრთნელობას ჯერ კიდევ იმ დროიდან უმიზნებს, როდესაც მან დორტმუნდის "ბორუსია" დატოვა.

"ბლაუგრანა" ტუხელს აფასებს და მას უმაღლესი დონის მწვრთნელად მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, კატალონიურ გრანდში თომასის კანდიდატურასთან დაკავშირებით მაინც ყოყმანობენ. ამის მიზეზი მისი "ბაიერნის" არც ისე დამაჯერებელი თამაშია მიმდინარე სეზონში.

შეგახსენებთ, რომ "რეკორდმაისტერმა" ტუხელის სეზონის ბოლოს წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.


Facebook კომენტარები