1 კვირის და 5 დღის წინ
გამოკითხვის შედეგები - რას ფიქრობენ "პსჟ-ს" ფანები "ბარსასთან" მატჩებზე
გამოკითხვის შედეგები - რას ფიქრობენ "პსჟ-ს" ფანები "ბარსასთან" მატჩებზე

L'Equipe-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, "პარი სენ ჟერმენის" გულშემატკივრების 82% ფიქრობს, რომ მათი გუნდი "ბარსელონასთან" ფავორიტია.

38 ათასი გამოკითხული ადამიანიდან 31 ათასმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირების ფავორიტად სწორედ ლიგა ერთის მოქმედი ჩემპიონები მონათლა.

როგორც ჩანს, პარიზში ფიქრობენ, რომ "ბლაუგრანა" მათთვის თითქმის იდეალური მეტოქეა და ნახევარფინალში გასვლის ამაზე კარგი შანსი გუნდს უახლოეს მომავალში აღარ ექნება.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 10-ჯერ შეხვედრიან. სტატისტიკა თანაბარია: 4 გამარჯვება თითოეულსა და 2 ფრე.

პირველი მატჩი "პარკ დე პრენსზე" 10 აპრილს გაიმართება, "მონჟუიკზე" კი ფრანგები 16 აპრილს ჩავლენ.


Facebook კომენტარები