1 თვის წინ
"ბარსელონამ" შეიძლება ფაიე გაყიდოს
"ბარსელონამ" შეიძლება ფაიე გაყიდოს

"ბარსელონას" სენეგალელმა ცენტრალურმა მცველმა, მიკაილ ფაიემ ზაფხულში შეიძლება გუნდი შეიცვალოს.

SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" თავდაპირველი გეგმა იმაში მდგომარეობდა, რომ ფაიე სადმე გაენათხოვრებინათ ან ისე გაეყიდათ, რომ მისი გამოსყიდვის უფლება შეენარჩუნებინათ.

მიუხედავად ამისა, მას მერე, რაც "ბარსას" პირველ გუნდში ცენტრალური მცველების ჭარბი რაოდენობა დაგროვდა, აქტუალური გახდა მიკაილთან პერმანენტული ტრანსფერის ფორმით დამშვიდობების იდეაც.

"ბლაუგრანა" 19 წლის მცველს იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ სარფიან შეთავაზებას მიიღებს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა უკანახაზელში "ბარსას" უკვე სთავაზობდნენ 10 მილიონ ევროს. გაიჟღერა "რედ ბულ ლაიფციგის" სახელმაც.

ცნობისთვის, ფაიე "ბარსელონამ" გასულ წელს ხორვატული გუნდიდან დაიმატა. იგი მალევე იქცა "ბარსელონა ატლეტიკის" სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად და 3 გოლითაც გამოიჩინა თავი.


Facebook კომენტარები