1 წლის და 1 თვის წინ
სადილი "ელ კლასიკოს" წინ - მტრებს საერთო მიზანი აქვთ
სადილი "ელ კლასიკოს" წინ - მტრებს საერთო მიზანი აქვთ

"ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" წარმომადგენლებმა გასული "ელ კლასიკო" თავიანთ საერთო გეგმებზე სასაუბროდ გამოიყენეს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, კოპა დელ რეის პირველ ნახევარფინალურ მატჩამდე, ფლორენტინო პერესმა და ჟოან ლაპორტამ ერთად ისადილეს.

ლანჩზე იყო საუბარი იმ სტრატეგიის შესახებ, რომელსაც კლუბები უნდა მიჰყვნენ, თუ ევროკავშირის უზენაესი სასამართლო მათთვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ბარსელონაში" დარწმუნებულნი არიან, რომ სასამართლო მათ მხარეს დადგება. კატალონიელთა რწმენით, პროექტი აუცილებლად წაიწევს წინ და ამის აღიარება უეფასაც მოუწევს.

სასამართლო გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგის ფორმატი ისეთი აღარ არის, როგორადაც იგი 2021 წლის აპრილში გავიცანით. ახალი ფორმატი რამდენიმე კვირის წინ გაირკვა.


Facebook კომენტარები