1 თვის წინ
"ბარსა" ისევ აშშ-ში მიდის - 3 გრანდთან მატჩები ჩაინიშნა
"ბარსა" ისევ აშშ-ში მიდის - 3 გრანდთან მატჩები ჩაინიშნა

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზაფხულში გუნდი კიდევ ერთხელ გაემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც წინასასეზონო მომზადებას გაივლის.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" აშშ-ში ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ. დადასტურდა "ბლაუგრანას" 3 მეტოქე:

30 ივლისი - "ბარსელონა" v "მანჩესტერ სიტი" - ორლანდო

3 აგვისტო - "ბარსელონა" v "რეალი" - ნიუ იორკი

6 აგვისტო - "ბარსელონა" v "მილანი" - ბალტიმორი

შეგახსენებთ, რომ უკვე სამი წელია, რაც კატალონიელები ოკეანისგაღმა ტურნეს ატარებენ. სხვათა შორის, "ელ კლასიკო" წინა ორ შემთხვევაშიც შედგა. გამარჯვება ორივეჯერ ჩავის გუნდს დარჩა.


Facebook კომენტარები