1 თვის წინ
გადაწყდა: შეინარჩუნებს თუ არა "ბარსელონა" ფატის
გადაწყდა: შეინარჩუნებს თუ არა "ბარსელონა" ფატის

ანსუ ფატი "ბარსელონაში" არ დაბრუნდება, - იუწყება SPORT.

წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი სატრანსფერო ფანჯარაზე მარცხენა გარემარბის ძებნას დაიწყებს, ანსუმანეს მომავალი კი "ბლაუგრანას" მიღმა უნდა ვეძიოთ.

ჯერჯერობით უცნობია, ეცდება თუ არა "ბრაიტონი" ესპანელი ფორვარდის გამოსყიდვას. ნებისმიერ შემთხვევაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჯერჯერობით უკანასკნელ ათიანს მსურველების ნაკლებობა ნამდვილად არ უნდა ემუქრებოდეს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 21 წლის შემტევმა 4 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები