1 კვირის წინ
"ასეთი არაფერი მინახავს" - რამ გააოგნა ლევანდოვსკი მატჩის შემდეგ
"ასეთი არაფერი მინახავს" - რამ გააოგნა ლევანდოვსკი მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" 17 წლის ცენტრალური მცველი, პაუ კუბარსი პირველ გუნდში სულ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა, თუმცა თავისი საოცარი თამაშით იმდენი მოახერხა, რომ ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა.

ახალგაზრდა უკანახაზელს დებიუტი 21 იანვარს, "ბეტისის" წინააღმდეგ ჰქონდა. ანდალუსიელების წინააღმდე გამართულ შეხვედრაში პაუმ ძალიან შთამბეჭდავი პერფომანსი შემოგვთავაზა, რითაც არა მხოლოდ გულშემატკივრები, არამედ თანაგუნდელებიც გააოცა.

Catalunya Radio-ს ცნობით, მატჩის შემდეგ კუბარსისა და 35 წლის ცენტრფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის შორის ასეთი დიალოგი შედგა.

ლევანდოვსკი: "პაუ, რამდენი წლის ხარ?"

კუბარსი: "16, ხვალ 17-ის ვხვდები"

ლევანდოვსკი: "ნუ მასულელებ"

კუბარსი: "არა, რობერტ, ვფიცავ, 17-ის ვარ."

ამის მერე პოლონელი ცხრიანი თანაგუნდელებს მიუბრუნდა და უთხრა: "ეს დაუჯერებელია. შეუძლებელია, რომ ამ ასაკში ასე ითამაშო. ასეთი რამ აქამდე არასდროს მინახავს."

შეგახსენებთ, რომ პაუს "ბარსას" პირველ გუნდში უკვე 13 მატჩი დაუგროვდა.


Facebook კომენტარები