4 დღის და 19 საათის წინ
ანსუ მძინარე ვულკანია - ეს "ბარსასაც" უნდა აწყობდეს
ანსუ მძინარე ვულკანია - ეს "ბარსასაც" უნდა აწყობდეს

"ბრაიტონის" მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი ანსუ ფატის მძინარე ვულკანად მიიჩნევს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი ტონი ხუანმარტი.

წყაროს თანახმად, იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ 20 წლის თავდამსხმელმა "თოლიების" რიგებში კიდევ ერთი სეზონი გაატაროს იჯარით, რათა მისი შესაძლებლობები სრულად გამოვლენაში დაეხმაროს.

ფატისა და მისი საკმაოდ სოლიდური ხელფასის კიდევ ერთი წლით სხვისთვის გადაცემა, რომ თან იგი სამუდამოდ არ დაიკარგოს, "ბარსელონასთვისაც" საუკეთესო ოფცია უნდა იყოს. გავრცელებული ხმების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" ესპანელი შემტევის ზაფხულში დაბრუნება საერთოდ არ უნდათ.

ანსუმანეს "ბრაიტონში" გატარებულ პერიოდში თავისი ფასი უნდა გაეზარდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. "ბარსას" ყოფილ ათიანს ტრავმებმა თავი არც ინგლისში დაავიწყეს, 26 ჩატარებულ მატჩში კი მან სულ 4-ჯერ გამოიჩინა თავი გოლით

"თოლიებს" ამ სეზონში კიდევ 10 შეხვედრა აქვთ სათამაშო, სადაც ფატისაც შეეძლება, რომ მის გარშემო არსებული ნარატივი მცირედით მაინც გააუმჯობესოს.


Facebook კომენტარები