1 კვირის და 4 დღის წინ
"ბარსაში" ფელიქსზე გაბრაზდნენ - რა არის ამის მიზეზი
"ბარსაში" ფელიქსზე გაბრაზდნენ - რა არის ამის მიზეზი

"ბარსელონას" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიქსმა Catalunya Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, ბერნარდუ სილვა "ბლაუგრანაში" გადასვლაში თითქმის დაარწმუნა, ახლა კი ყველაფერი კლუბებზეა დამოკიდებული.

SPORT-ის ინფორმაციით, კატალონიურ გრანდში ჟოაუს ეს განცხადება არ მოეწონათ.

"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ფიქრობენ, რომ ეს საკითხი ფარულად უნდა მოგვარდეს და მისი გასაჯაროვება მიზანშეწონილი არ გახლავთ.

ჟურნალისტ დავიდ ბერნაბეუ რევერტის თქმით, იმდენად, რამდენადაც "ბარსას" ფინანსური ფეარ-პლეის მდგომარეობა გაუმჯობესდება, კლუბი 29 წლის ვარსკვლავის შეძენას აუცილებლად ეცდება. ჟოან ლაპორტას უნდა, რომ "ქალაქელებს" ბერნარდუს გამოსასყიდი თანხის ნაწილ-ნაწილ მიღება შესთავაზოს.

როგორც ირკვევა, სილვას კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომელიც ზაფხულში "ბლაუგრანას" მისი 58 მილიონ ევროდ ყიდვის საშუალებას მისცემს.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 39 მატჩში ბერნარდუმ 9 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები