1 კვირის და 6 დღის წინ
"ის თავიდანვე ძალიან კარგი იყო" - ტიერი ანრიმ ჩავი შეაქო
"ის თავიდანვე ძალიან კარგი იყო" - ტიერი ანრიმ ჩავი შეაქო
ავტორი
Aa

"არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა - ტიერი ანრიმ, გუშინდელი მატჩის შემდეგ @CBSSportsGolazo-სთან ისაუბრა: „არ ვიცი რა მოხდება ჩავისთან. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩავი  კარგი სპეციალისტი იყო და ის ნამდვილად ასეთია".

"ახლა, როცა გუნდის შედეგები გაუმჯობესდა, ყველა ამბობს, რომ ის უნდა დარჩეს. ერთი თვის წინ ამბობდნენ, რომ უნდა წასულიყო. არა, ასე მწვრთნელს არ უნდა ესაუბრო".

"დროში სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ჩვენ მიკელ არტეტას შემთხვევაში ნათლად დავინახეთ. ორი წლის განმავლობაში ის არსენალში სამუშაოს თავს ვერ ართმევდა. თქვენ აძლევთ დროს და ის რაღაცას აშენებს. სხვათა შორის, ჩავიმ უკვე მოიგო ლა ლიგა".

"ამ ორი წლის განმავლობაში რასაც დავაკვირდი, მის ხელში უამრავი ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთა მთავარ გუნდში ჩასმისაც ჩავის არ ეშინია. როცა იგივეს კლოპი აკეთებს, მისით ყველა აღფრთოვანებულია, რომ არ ეშინია ახალგაზრდა ფეხბურთელების მნიშვნელოვან თამაშებში გამოყენება. ჩავი არ შეცვლილა , ის თავიდანვე ძალიან კარგი იყო და ახლაც იგივეა" განაცხადა ფრანგმა.


Facebook კომენტარები