1 კვირის და 4 დღის წინ
"ასეთი ადამიანი არ არსებობს" - რაკიტიჩს ჩავიზე ჰკითხეს
"ასეთი ადამიანი არ არსებობს" - რაკიტიჩს ჩავიზე ჰკითხეს
ავტორი
Aa

ხორვატიის ნაკრებისა და "ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა - ივან რაკიტიჩმა ჩავის გუნდის დატოვებაზე ისაუბრა. 

მან "JijantesFC"-თან ინტერვიუში თქვა: კლუბის დატოვება? ეს სრულიად მისი გადასაწყვეტია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საერთო ჯამში არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვისაც "ბარსელონა" ჩავიზე უკეთ ესმის. 

"მან გუნდი ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო დროს ჩაიბარა. ბევრი ცვლილებებით, არცთუ ისე მარტივი კონტექსტით, რომელიც არც კლუბს და არც მწვრთნელს არ დახმარებია სიტუაციის გაადვილებით. და ჩავიმ ამ სიტუაციაშიც კი წინსვლა შეძლო." 

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩი "ბარსას" რიგებში 2014/15 წლების სეზონიდან 2020/21 წლებამდე ირიცხებოდა და "ბლაუგრანასთან" ერთად მან 16 ტიტული მოიგო.


Facebook კომენტარები