3 დღის და 22 საათის წინ
"ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავამარცხოთ ისინი" - ლევანდოვსკიმ "ბარსას" მთავარი კოზირი დაასახელა
"ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავამარცხოთ ისინი" - ლევანდოვსკიმ "ბარსას" მთავარი კოზირი დაასახელა
ავტორი
Aa

ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავამარცხოთ მადრიდის "რეალი" - განუცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ Mundo deportivo-ს.

"ჩვენ ვიცნობთ მათ და გავაანალიზეთ შეცდომები, რომლებიც ბოლო შეხვედრის დროს დავუშვით, როცა ერთმანეთს ესპანეთის სუპერთასზე დავუპირისპირდით. ვიცით, რომ თუ მეტოქის ინდივიდუალიზმს მინიმუმამდე დავიყვანთ, მათ დამარცხებასაც შევძლებთ". განაცხადა პოლინელმა.

"შესაძლოა "სიტის" დამარცხებისგან წამოსულმა ეიფორიამ "რეალი" მენტალურად "ელ კლასიკოდან" ამოაგდოს, რაც ჩვენი შანსია".

საკითხავია რამდენად წაადგება გუნდს მოთამაშეების მსგავსი თავდაჯერებულობა. ფაქტი ისაა, რომ ორივე გუნდი, ჩემპიონთა ლიგის დამღლელი კვირის შემდეგ, სასტარტო თერთმეტეულს ოდნავ შეცვლის.


Facebook კომენტარები