რატომ გაჭიანურდა გრიზმანის გამოსასყიდი თანხის გადახდა?

image
უკვე ათი დღე გავიდა იმის შემდეგ, რაც მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელის, ანტუან გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევრომდე დაეცა, თუმცა "ბარსელონას" ჯერ არ გადაუხდია ეს ღირებულება და შესაბამისად, თავდამსხმელის ტრანსფერის გაოფიციალურებაც გაჭიანურდა.

ცნობილი ესპანური გამოცემა, Sport გვატყობინებს იმ მიზეზს, რის გამოც გაიწელა ყოველივე ზემოთქმული. წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერები" და თავად გრიზმანიც ცდილობენ იმ გზების მოძებნას, რითაც საფეხბურთო, ზემდგომი ორგანოებისაგან ყველანაირ ჯარიმას აირიდებენ.

მოგეხსენებათ, რომ განიხილებოდა ის ვარიანტიც, სადაც ანტუანი თავადვე გადაუხდიდა "როხიბლანკოს" 120 მილიონ ევროს, თუმცა ფრანგს საგადასახადო უწყების ხელში ჩავარდნა არაფრად ეპიტნავება, ამიტომ ორივე მხარე სხვა გამოსავალზე ფიქრობს.


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image