1 წლის და 1 თვის წინ
სად ითამაშებს გავი ფლიკის "ბარსაში" - 2 ვარიანტი
სად ითამაშებს გავი ფლიკის "ბარსაში" - 2 ვარიანტი

ჰანსი ფლიკს სჯერა, რომ პაბლო გავი მის გუნდში ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, - იუწყება SPORT.

გერმანელი სპეციალისტის საყვარელ ფორმაციაში 4:2:3:1 19 წლის ნახევარმცველს ორი სხვადასხვა როლის მორგება შეუძლია:

1. პაბლომ შეიძლება ათიანის პოზიცია დაიკავოს და ცენტრალური თავდამსხმელის უკან იმოქმედოს. ამ ფუნქციას ფლიკის "ბაიერნში" თომას მიულერი ასრულებდა.

2. გავი შეიძლება ცენტრალური ნახევარმცველების დუეტის წევრად მოგვევლინოს. "რეკორდმაისტერში" ამას ლეონ გორეცკა აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ პაბლო ჯვარედინი იოგებისა და მენისკის ტრავმებს მკურნალობს. მოედანზე მის დაბრუნებას ამა წლის ნოემბერ-დეკემბერში ელოდებიან.

ხსენებული დაზიანებები ესპანელმა ვარსკვლავმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასული წლის ოქტომბერში გამართულ მატჩში მიიღო. წინა სეზონში პაბლომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისური 15 შეხვედრაში მოირგო და 2 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები