"ბარსელონა" გრიზმანის გამოსასყიდ თანხას დღეს გადაიხდის

image
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელისა და "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, ანტუან გრიზმანის საგა დასასრულს უახლოვდება. "ლურჯ-ბროწეულისფერებისთვის", საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, ფორვარდის გამოსასყიდი თანხის გადახდა პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერი დასრულდა.

ერთ-ერთი ყველაზე სანდო, ესპანური გამოცემა, RAC1 იტყობინება, რომ "ბლაუგრანა" 120 მილიონ ევროს დღეს, თერთმეტ ივლისს გადაიხდის. მოგეხსენებათ, რომ ანტუანმა უარი განაცხადა "როხიბლანკოში" სავარჯიშოდ დაბრუნებაზე და ახლა იბიცაზე ისვენებს. იგი პირდაპირ კატალონიაში გაემგზავრება.

"ბარსას" შეფობას სურს, რომ გრიზმანის პრეზენტაცია პრესეზონის დაწყებამდე, ანუ 15 ივლისამდე ჩატარდეს, რათა გუნდმა სრული შემადგენლობით დაიწყოს ახალი სეზონისთვის მზადება.


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image