"ბარსელონამ" "პსჟ"-სთვის ახალი შეთავაზება გაამზადა

image
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ხმაურიან სატრანსფერო საგას, ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის მონაწილეობით, დასრულების პირი ჯერ არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ტრანსფერის ალბათობას გამორიცხავს, თავად და სილვას ძალიან უნდა კატალონიაში დაბრუნება და ამას არც მალავს.

ცნობილი იტალიური გამოცემა, Gazzetta dello Sport იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" პარიზელთათვის შემდეგი სახის შეთავაზებას ამზადებენ: სამუელ უმიტიტი + ფელიპე კოუტინიო/უსმან დემბელე + 100 მილიონი ევრო. როგორც ხედავთ, "ბარსა" მაქსიმალურად ცდილობს, რომ გარიგებაში ფეხბურთელების ჩართვით გადასახდელი თანხა მინიმუმამდე დაიყვანოს, რადგან "ასულგრანას" ანტუან გრიზმანის ტრანსფერიც გასაჩარხი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მოთამაშეს აქტიურად უკავშირებდნენ "პარი სენ ჟერმენის" სახელს, ამიტომ გამორიცხული მართლაც რომ არაფერია.
шаблоны для dle 11.2


კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ

კომენტარები 1

  1. Carolyn
    Carolyn 12 ივლისი 2019 01:50
    На нашем сайте вы можете найти все про vse-100.ru
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image