რა შემთხვევაში დაბრუნდება კოუტინიო "ლივერპულში"?

image
მიუხედავად უმაღლეს დონეზე ჩატარებული კოპა ამერიკისა, ევროპული პრესა მაინც აქტიურად განიხილავს იმას, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა აქვს გადაწყვეტილი. ერთ-ერთ ვარიანტად სახელდება მერსესაიდული "ლივერპულიც" და Mundo Deportivo-ს სიახლეც სწორედ ამას შეესაბამება.

კატალონიური გამოცემა გვატყობინებს, რომ "წითლები" ფელიპესთვის ბრძოლაში მხოლოდ ერთ შემთხვევაში ჩაერთვებიან - თუ გადასახდელი თანხა ასტრონომიული რიცხვი არ იქნება. მოგეხსენებათ, 18 თვის წინ, "ბლაუგრანამ" ბრაზილიელი 140 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა და იმედოვნებს, რომ ბევრად ნაკლებად არ მოუწევს მასთან გამომშვიდობება.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიოს გასხვისება "ბარსას" გრიზმანისა და ნეიმარის ტრანსფერებისთვის ფულის შესაგროვებლად სჭირდება, ამიტომ მოვლენების ზემოთ მოცემული სცენარით განვითარება თითქმის წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ბევრ "სქაუზერს" სულაც არ სურს ფელიპეს "ენფილდზე" დაბრუნება, მაგრამ ფეხბურთში მოულოდნელი რაღაცებიც ხდება.


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:რაფინია, უმტიტი

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image