logo

"ბარსას" ახალი სამიზნე ჰყავს - დე იონგმა მას რეკომენდაცია გაუწია

"ბარსას" ახალი სამიზნე ჰყავს - დე იონგმა მას რეკომენდაცია გაუწია

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი "ბარსელონაში" არც თუ ისე დიდი ხნის მოსულია, თუმცა მას კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე ეთქმის სიტყვა.

ბევრს ისიც მიაჩნია, რომ 23 წლის ვარსკვლავი "ბლაუგრანას" შემადგენლობიდან ერთადერთია, ვისაც "ბარსას" ამჟამინდელი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ მოსწონს.

ახლა კი Don Balon იტყობინება, რომ დე იონგმა "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ახალი სამიზნე შეურჩია.

საუბარია როტერდამის "ფეინოორდის" 19 წლის ნახევარმცველზე, ორკუნ კოკჩუზე, რომელსაც ფრენკი რეკომენდაციას უწევს.

ეროვნებით თურქი შუახაზელი 2019/20 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. მან "ფეინოორდის" მაისურით ყველა ტურნირზე 35 მატჩის ჩატარება, 3 გოლის გატანა და 6 ასისტის მითვლაც მოასწრო.

ორკუნზე ნადირობა უკვე დაიწყეს ევროპულმა გრანდებმა, ამიტომ კატალონიელებს აჩქარება ნამდვილად მართებთ

1 თვის წინ
1366 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ