"ბარსა" არ მშვიდდება - ბართომეუ კიდევ ერთ ვარსკვლავს შეიძენს

image
ევროპული გამოცემების მტკიცებით, კატალონიის "ბარსელონას" მესვეურები ჰოლანდიის ერედივიზიონში მოასპარეზე ჰაკიმ ზიეჩით დაინტერესდნენ.

როგორც ცნობილი გახდა, "ბლაუგრანას" ბოსები მოხიბლულნი არიან მაროკოელის საფეხბურთო ინტელექტით და მის გაფორმებას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებენ, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია კიდევ ერთი ნახევარმცველის დამატება იმ გუნდში, სადაც კოუტინიო, არტური, ფრენკი დე იონგი, არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი, სერხიო ბუსკეტსი და კარლეს ალენია თამაშობენ, თქვენ განსაჯეთ.

როგორც ცნობილია, ამსტერდამელები ჰაკიმის სანაცვლოდ 45 მილიოონ ევროს ითხოვენ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ჰაკიმ ზიეჩმა მიმდინარე სეზონში "ებრაელების" მაისურით 37 შეხვედრა ჩაატარა სადაც თავი 20 გატანილი გოლით და 12 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ

კომენტარები 1

  1. SHOTAMESSI10 14 ივლისი 2019 17:15
    იყიდეთ ზიეჩი
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:მესი,სუარესი,დემბელე

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image