Eurosport: კოუტინიომ "მანჩესტერის" შეთავაზებას უპასუხა

image
რამდენიმე საათის წინ გავლენიანმა "Eurosport"-მა "ბარსას" ქომაგებისთვის მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

ზემოთხსენებული გამოცემის ჟურნალისტები "Express"-ის სტატიაზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ ფელიპე კოუტინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" სარფიანი შეთავაზება უარყო და კატალონიურ გრანდში დარჩენა არჩია. როგორც ჩანს, მას ლოიალური განწყობილება "ბლაუგრანას" მიმართ ჯერაც არ განელებია და კარიერის გაგრძელებას კვლავაც ბრწყინვალე "კამპ ნოუზე" აპირებს.

დამატებითი ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" შეთავაზებაზე სამწუხაროდ არ გვაქვს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ სამხრეთამერიკელით სხვა ბევრი კლუბი, მათ შორის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე მერსესაიდული "ლივერპულიცაა" დაინტერესებული.

ცნობისთვის, მიუხედავად გამოჩენილი ერთგულებისა, შესაძლოა კატალონიურმა გრანდმა კოუტინიო ნეიმარის ტრანსფერში ჩართოს და "პარი სენ-ჟერმენში" გაუშვას.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image