ნეიმარმა ყველაფერს ფარდა ახადა - "უძღები შვილი" სახლში ბრუნდება

image
"პარის სენ-ჟერმენის" მეგავარსკვლავმა, ნეიმარ ჟუნიორმა მის ირგვლივ აგორებული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა.გუშინ ბრაზილიელმა Instagram-ის Story-ზე ვიდეო ატვირთა, სადაც დაკვირვებული თვალი "ბარსელონას" მაისურსა და საინტერესო ტექსტს შეამჩნევს.

ექსპერტემა აღნიშნული ტექსტი, რომელიც პორტუგალიურად იყო მოცემული, გადათარგმნეს. საბოლოოდ, ეს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები აღმოჩნდა, რომელიც, ფაქტობრივად, ზუსტად შეესაბამება ნეიმარის ამჟამინდელ მდგომარეობას და სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებმა მიიჩნიეს, რომ ეს ყველაფერი ბრაზილიელის მხრიდან ერთგვარი მინიშნება იყო.

ამონარიდში წერია: "ყოველი ენა, რომელიც თქვენს წინააღმდეგ აღდგება განაჩენში, თქვენ უნდა დაგმოთ, ეს არის უფლის მსახურთა მემკვიდრეობა. ამბობს უფალი"

აშკარაა, რომ ნეიმარის ბიბლიური ამონარიდები უშუალოდ მის ტრანსფერთანაა დაკავშირებული, რადგანაც ის ემზადება იმ დიდი ზეწოლისთვის, რომელსაც "პსჟ"-ს დატოვებისა და "ბარსაში" დაბრუნების შემდეგ მიიღებს.

ასე და ამგვარად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "უძღები შვილი" სახლში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა
-->
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,

რეკლამა
-->
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image