Image
Image

რა უშლის ხელს ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებას?

image
როგორც მოგეხსენებათ, ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის სატრანსფერო საგა ისევ გრძელდება და მისი დასრულების პირი ჯერ არც კი ჩანს. ნათელია, რომ 27 წლის თავდამსხმელს "ბარსელონაში" სურს დაბრუნება, თუმცა არსებობს გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორები. აქამდე, "ბლაუგრანა" ნეის ასტრონომიულ ღირებულებას უფრთხოდა, თუმცა ახლა ამას მეორე მიზეზიც დაემატა.

ცნობილი კატალონიური გამოცემა, Mundo Deportivo იტყობინება, რომ ნეიმარს საგადასახადო პრობლემები თავს არ ანებებენ. წყაროს თანახმად, ამ უნიჭიერესს მოთამაშეს სახელმწიფოს 35 მილიონი ევრო ჰმართებს და ესპანეთის ფინანსთა სამინისტრო გამოძიების გაგრძელებას გეგმავს.

თითქოს, პარიზში გადაბარგებით ნეიმარმა თავი დააღწია ამ ამბავს, თუმცა მისი კატალონიაში დაბრუნება გამოძიებას ინტენსიურ ბიძგს მისცემს, რაც არც "ლურჯ-ბროწეულისფერებს" უნდა აწყობდეთ და არც ბრაზილიელ გარემარბს.


შემოუერთდით "ბარსელონას" ქართველი ფანების ჯგუფს -> დააჭირე აქ
шаблоны для dle 11.2

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ

კომენტარები 1

  1. kortoxa23 14 ივლისი 2019 19:23
    რატომღაც არ მჯერა ნეიმარის დაბრუნების
    --------------------
    მესსი საკუთარ თავს ეჯიბრება რადგან მას კონკურენტი არ ყავს (ხავი ერნანდესი)
გამოკითხვა

უნდა მოხსნან თუ არა ერნესტო ვალვერდე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან?

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული:დემბელე, უმტიტი, ალბა,
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image