1 წლის და 4 თვის წინ

ფლიკმა "ბარსელონას" 2 მთავარი სამიზნე შეარჩია

ავტორი
Aa
Relevo-ს ჟურნალისტის, ალექს პინტანელის ინფორმაციით, ჰანსი ფლიკმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "ბარსელონას" ორი მთავარი სამიზნე შეარჩია.
"ბლაუგრანას" ახალ მესაჭეს თავის გუნდში იოზუა კიმიხის (ბაიერნი) და ნიკო უილიამსის (ატლეტიკ ბილბაო) ხილვა სურს.
"რეკორდმაისტერის" ნახევარმცველიც და ბასკური კლუბის გარემარბიც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რადარზე უკვე დიდი ხანია. ფლიკის სურვილებზე იცის "ბარსას" სპორტულმა დირექტორმა დეკუმაც.
ცხადია, კატალონიურ გრანდს ჯერ ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება მოუწევს, რისთვისაც შეიძლება რომელიმე ვარსკვლავის გაყიდვა გახდეს საჭირო.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოს გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა, კიმიხი კი 35-40 მილიონ ევროდ ფასდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 5 დღის წინ

ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
2 კვირის და 1 დღის წინ

ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
3 კვირის და 2 დღის წინ

ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი
3 კვირის და 5 დღის წინ

როდის დაბრუნდება ლამინე იამალი - აქტუალურ შეკითხვას პასუხი გაეცა