1 წლის წინ
ოფიციალურად: ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენია
ოფიციალურად: ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენია

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატმა სტარტი გუშინ აიღო. გახსნით მატჩში ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, გერმანიის ნაკრებმა შოტლანდიის ეროვნული გუნდისგან ქვა ქვაზე არ დატოვა - 5:1.

დღეს თავის სვლას დაიწყებს ჩემპიონობის კიდევ ერთი მაძიებელი, ესპანეთის ნაკრები. "ფურია როხა" პირველ შეხვედრას ხორვატების წინააღმდეგ ჩაატარებს. უკვე ცნობილია პირენეელთა სასტარტო შემადგენლობა, რომელშიც "ბარსელონას" 2 ფეხბურთელი მოხვდა:

მეკარე: უნაი სიმონი

მცველები: მარკ კუკურელია, ნაჩო, ლე ნორმანი, დანი კარვახალი

ნახევარდაცვა: პედრი, როდრი, ფაბიან რუისი

თავდასხმა: ნიკო უილიამსი, ალვარო მორატა, ლამინ იამალი

ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" სუპერტალანტი ევროპის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდება, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი (16 წლისა და 338) დღის, რომელსაც ევროპირველობაზე უთამაშია. იამალი პოლონელი კაშსპირ კოზლოვსკის რეკორდს დაამხობს.

ცნობისთვის, მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.



Facebook კომენტარები