1 წლის წინ
"ბარსელონა" "რეალთან" სერიოზული კონფლიქტის ზღვარზეა
"ბარსელონა" "რეალთან" სერიოზული კონფლიქტის ზღვარზეა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით გუშინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებიდან ირკვევა, რომ "ბარსელონასადმი" წაყენებული ბრალდებების სერიოზული ხასიათიდან გამომდინარე, "სამეფო კლუბმა" სხდომა ჩანიშნა, სადაც საქმე იქნება განხილული.

"თეთრების" ამ ქმედებამ "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ძალიან გააკვირვა, რადგან კლუბებს შორის არსებული ურთიერთობა ჯანსაღი გახლდათ.

შექმნილ მდგომარეობაზე დღეს Mundo Deportivo-მაც დაწერა.

წყაროს თანახმად, თუ "რეალი" მხარს დაუჭერს იმ თეორიას, რომ "ბარსელონა" მსაჯების მოსყიდვაშია მხილებული, ესპანურ გრანდებს შორის სერიოზული კონფლიქტი არ უნდა გამოვრიცხოთ.

ჟურნალისტ ლუის მასკაროს შეფასებით, "ბარსა" მანამ არ დაიხევს უკან, სანამ მთლიანი სიმართლე არ გამოაშკარავდება. "თუ "რეალს" ომი სურს, ამას მიიღებს," - წერს მასკარო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანეთის პროკურატურას "ბლაუგრანას" მიერ მსაჯების მოსყიდვის სამხილები არ წარუდგენია.



Facebook კომენტარები