logo

გასაოცარი ისტორია - 8 წლის მესი ანტონელას ერთ რამეს დაჰპირდა...

გასაოცარი ისტორია - 8 წლის მესი ანტონელას ერთ რამეს დაჰპირდა...

"ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლეო მესი და მისი მეუღლე, ანტონელა რაკუცო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი წყვილია საფეხბურთო სამყაროში.

მათი სიყვარულის ისტორია თითქმის ყველამ ძალიან კარგად იცის.

ლეო და ანტონელა ერთმანეთს ჯერ კიდევ ბავშვობაში შეხვდნენ. ისინი ერთმანეთს რაკუცოს ბიძაშვილმა, ლუკა სკალიამ გააცნო. 9 წლის ლიონელმა მალევე თავის მომავალ თანამეცხედრეს ასეთი რამ დაუწერა ფურცელზე: "ერთ დღესაც შეყვარებულები ვიქნებით!"

როგორც ხედავთ, "ლა პულგამ" თავისი დანაპირები აასრულა.

მიუხედავად ამისა, ანტონელას მეგობარი იხსენებს, რომ ამ ორის ურთიერთობა მხოლოდ 2007 წელს გახდა სერიოზული. ყველაფერს სამეგობრო წრე 2007 წლის 20 ივლისს მიხვდა, როცა რაკუცო მესის ნაჩუქარი ტელეფონით შენიშნეს.

საინტერესოა, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ყმაწვილი ლიონელი ბარსელონაში წავიდა კარიერის ახალ ეტაპზე გადასასვლელად, ანტონელამ ახალი ბიჭი მოძებნა. მიუხედავად ამისა, ლეოს სამშობლოში ერთხელ დაბრუნებაც კი საკმარისი გამოდგა, რომ გოგონა თავის რჩეულს დაშორებოდა.

"მან მიმატოვა, მაგრამ მას რიგით ტიპში არ გავუცვლივარ, მან მესიში გამცვალა." - ასე ფილოსოფიურად იხსენებდა ამ ამბავს ანტონელას ყოფილი 2010 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.

1 თვის წინ
1508 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ